|
2017-12-29 16:23:38, 3495 ნახვა
მსოფლიო
ექსპერტიზამ გავრცელებულ ჩანაწერებში სააკაშვილისა და კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა
ექსპერტიზამ არსებულ ჩანაწერებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრეს-მდივანმი ლარისა სარგანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. "უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ტექნიკისა და სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტიზამ არსებულ ჩანაწერებში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა დაადასტურა. ფარული სამძებრო ღონისძიების გატარების შედეგად მათ მიერ ნათქვამი სიტყვები და ფრაზები ოქმში პერსონიფიცირებულია“, - წერს სარგანი. როგორც უწყების პრეს-მდივანმა აღნიშნა: „დაახლოებით 15 ადამიანი, რომლებიც უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს სააკაშვილის, კურჩენკოს, დინნიკისა და დანგაძის სისხლის სამართლის დანაშაულების დოკუმენტირებაში ეხმარებიან, მოწმის სახით დაიკითხნენ და სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფებიან“. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი მისი ხმის ავთენტურობას არც უარყოფდა. მაშინ ყოფილი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მისი ხმა სხვადასხვა საუბრებიდან არის ამოჭრილი და კურჩენკოს ხმასთან დაამონტაჟეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)