|
2017-12-29 14:41:12, 2949 ნახვა
სამართალი
შსს-ს იურისტი რატიანის საქმეზე: როგორც ჩანს, სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო
„როგორც ჩანს სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო“, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი ბექა დოჭვირი საქალაქო სასამართლოს მიერ პოეტ ზვიად რატიანის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას. "სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბატონი ზვიად რატიანი სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობისადმი. როგორც ჩანს სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონმა ზვიადმა ფაქტობრივად აღიარა სამართალდარღვევა. რაც შეეხება მის ბრალდებებს პოლიციისადმი, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში და ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ღია და ობიექტური გამოძიებასთან", - განაცხადა შსს-ს იურისტმა. რაც შეეხება ვიდეო მასალას, იურისტის თქმით, მასალის გავრცელება არასასიამოვნო ფაქტი იყო. კითხვა - თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, იურისტმა უპასუხოდ დატოვა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)