|
2017-12-28 17:44:50, 4116 ნახვა
სამართალი
სასამართლომ სპეცოპერაციისას დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეცოპერაციისას დაკავებულ სამ პირს: რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილს და ბადურ ჩოფანაშვილს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე სხდომაზე მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, არსებობდა საფრთხე მოწმეებზე ზემოქმედების, დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების და მათ მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების. დღესვე, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა სპეცოპერაციისას დაკავებულ კიდევ ერთ პირს - ზურაბ გორნაკაშვილს. მის საქმეზე პროცესი ცალკე გაიმართა. პროკურორმა განმარტა, რომ მისი საქმე ცალკე წარმოებად არ არის გამოყოფილი, არამედ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის სასამართლოში შეტანა უფრო ადრეულ ეტაპზე განხორციელდა. "მოგვიანებით მოხდა დანარჩენების მიმართ შუამდგომლობის შეტანა. შესაბამისად, სასამართლომ ჩანიშნა ორი პროცესი",- განაცხადა პროკურორმა. რაც შეეხება მეხუთე პირს თემირ მაჩალიკაშვილს, რომელიც სპეცოპერაციისას დაიჭრა, მისი სასამართლო პროცესი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის. ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილისთვის მისთვის არც ბრალის წარდგენა მომხდარა. სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)