|
2017-12-27 15:18:53, 2414 ნახვა
სამართალი
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს. ადგილობრივები გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. ისინი ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და სპეცრაზმელების დასჯისკენ მოუწოდებენ. როგორც პანკისის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ ზაურ გუმაშვილმა განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. „ჩვენ, პანკისის ხეობის მცხოვრებლები, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით უკანასკნელ პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ძალოვნების მიერ აქ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად ერთი ახალგაზრდა, თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს და სწორ მიმართულებას მისცემს აღნიშნულ საგამოძიებო პროცესს", - განაცხადა ზაურ გუმაშვილმა. ადგილობრივებს კითხვები აქვთ თუ რატომ ესროლა სპეცრაზმმა 19 წლის ახალგაზრდას მძინარეს. ამასთან, მათივე თქმით, თუ გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდა ისინი აქციების გამართვას გააგრძელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)