|
2017-12-26 12:05:54, 2193 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: პოროშენკოს შეეძლო ახალი ჩერჩილი გამხდარიყო, მაგრამ ის მუდმივად ცდილობს გახდეს პუტინი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ცდილობს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაემსგავსოს. როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პოროშენკო მას იმავე მეთოდებით ებრძვის, როგორც ვლადიმერ პუტინი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის. „პუტინმა რუსეთის ერთადერთ ღირსეულ კაცს, ალექსეი ნავალნის, რომელმაც მასთან ბრძოლა გაბედა, არჩევნებზე არ დაარეგისტრირა, პოროშენკომ კი მოქალაქეობა ჩამომართვა, რათა უკრაინაში პოლიტიკით არ დავკავდე. პუტინმა ნავალნის ცრუ ბრალდებები წაუყენა, პოროშენკო კი ჩემთან მიმართებაში იმავეს გაკეთებას ცდილობს. პუტინი ნავალნის ტელეეთერით გამოჩენას კრძალავს, ჩვენთან კი იმ ტელეარხებს, სადაც მე მიწვევენ, ყოველთვის პრობლემები უჩნდებათ. პოროშენკოს შეეძლო ევროპის ახალი ჩერჩილი გამხდარიყო, მაგრამ ის მუდმივად ცდილობს გახდეს პუტინი. რას ვიზამთ, პუტინობის ამ კანდიდატს უკრაინელი ხალხი ძალიან სწრაფად გაუმკლავდება. როგორც ერთი კლასიკოსი წერდა: „უკრაინა რუსეთი არაა“, - წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, რუსეთის 20 ქალაქის საინიციატივო ჯგუფმა მოსკოვში გამართულ კენჭისყრაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. პროცედურაში 753 ადამიანი მონაწილეობდა. ნავალნის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებას საინიციატივო ჯგუფის 742 წევრმა დაუჭირა მხარი, თუმცა რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. უარყოფითი პასუხი ნავალნიმ ნასამართლეობის გამო მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)