|
2017-12-25 13:36:25, 2579 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპი მიგრანტებზე: რწმენა ადამიანებს ავალდებულებს, უცხოელებს კარი გაუღონ
რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მესის დროს მიგრანტებზე ისაუბრა და ისინი წმინდა მარიამსა და იოსებს შეადარა, - ამის შესახებ BBC იუწყება. პონტიფიკოსის განმარტებით, წმინდა მარიამი და იოსები ნაზარეთიდან ბეთლემში ჩასულები დასარჩენ ადგილს ვერ პოულობდნენ. პაპმა აღნიშნა, რომ რწმენა ადამიანებს ავალდებულებს, უცხოელებს კარი გაუღონ. „დღეს იოსებისა და მარიამის გზას გადის მრავალი სხვა ადამიანი. ვხედავთ ოჯახებს, რომლებსაც არ აურჩევიათ სხვაგან წასვლა. ისინი აიძულეს, დაეტოვებინათ საკუთარი მიწა, ძვირფასი ადამიანები“, - განაცხადა ფრანცისკემ. პონტიფიკოსის თქმით, მწყემსებიც კი, რომლებმაც პირველებმა იხილეს ჩვილი იესო, „ბინძურ უცხოელებად“ მიიჩნეოდნენ და ისინი საზოგადოებამ გარიყა. რომის პაპი ფრანცისკე შობის დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით, ვატიკანში საშობაო წირვას აღავლენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)