|
2017-12-25 12:57:19, 1447 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარი ახალი წლის შესახვედრად ემზადება
ბათუმის ბულვარი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. წელს, პირველად, ზღვისპირა ბულვარი საზეიმოდ მორთული და ახალი სტილის ნაძვის ხით შეხვდება ახალ 2018 წელს. საახალწლო განათება და ნაძვის ხე კოლონადებთან ოფიციალურად, 29 დეკემბერს, 18:00 საათზე აინთება. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული თაღი, ასევე ლედ პროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. საახალწლო აქსესუარებით საუცხოოდ მოირთო „ბამბუკების ხეივანი". ამ დღესთან დაკავშირებით, ბულვარის კოლონადებთან წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, კერძოდ: გიორგი ბერიძე, მამუკა გოგიტიძე, ადგილობრივი ბენდები (sound lab live). პარალელურად, ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტო კუთხეები. ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა საკონდიტრო კომპანიებისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია დააგემოვნონ. თოვლის ბაბუა ამ საოცარ ზღაპრულ გარემოში მარხილით შემობრძანდება და პატარებს საახალწლო ტკბილეულს გადასცემს საჩუქრად. ღონისძიების განმავლობაში ყავის დაგემოვნება მობრძანებული სტუმრებისთვის იქნება უფასო. საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. ბათუმის ბულვარი 29 დეკემბერს, ნამდვილ ზღაპრულ სივრცედ გარდაიქმნება. ერთად შევიქმნათ წინასაახალწო განწყობილება და ერთად ვიზეიმოთ ძველი წლის გაცილება. (NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)