|
2017-12-21 21:47:22, 2832 ნახვა
მსოფლიო
გაერო-მ იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება უკან წაიღოს. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „ნებისმიერი გადაწყვეტილება და მოქმედება, რომელიც ცვლის ქალაქის არსებულ სტატუსს და დემოგრაფიულ მდგომარეობას, არის უკანონო და იურიდიულად გაუმართლებელი". რეზოლუციას მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, 35-მა კი, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მა. შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც სხდომაზე ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემს, დაფინანსება შეუწყდებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)