|
2017-12-21 20:25:27, 2591 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა რამზან კადიროვი „შავ სიაში“ შეიყვანა
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მაგნიტსკის „შავ სიაში“ შეიყვანა. უწყებაში განმარტავენ, რომ ისინი კადიროვს "სასამართლოს გარეშე დასჯაში, წამებაში და ადამიანის უფლებების სხვა სერიოზულ ფაქტებზე პასუხისმგებლად" მიიჩნევენ. კადიროვის გარდა "შავ სიას", სადაც უკვე 49 გვარი ფიგურირებს, რუსეთის კიდევ 5 მოქალაქე შეემატა. აიუბა კატაევას, იულია მაიოროვას, ანდრეი პავლოვს და ალეკსეი შეშენინს ამიერიდან აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ. განკარგულება ძალაში დღეიდან შედის. „მაგნიტსკის კანონი“ ამერიკაში 2012 წელს მიიღეს. ეს იყო ამერიკის რეაქცია საკონსულტაციო კომპანია Firestone Duncan-ის რუსი აუდიტორის, სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებაზე, რომელმაც გამოაქვეყნა სქემა, თუ როგორ ხდებოდა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების დატაცება. სასანქციო ჩამონათვალში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ ამერიკაში ჩასვლა და მათი აქტივები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე იყინება. ანალოგიური კანონი მოქმედებს კანადაში, ხოლო ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებებს რეკომენდაციას აძლევს, მიიღონ სპეციალური ზომები „მაგნიტსკის სიაში“ მოხვედრილი პირების წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)