16:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 18:50:46, 2200 ნახვა

ეკონომიკა
თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაში 80 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა აუქციონზე 12 505 000 ლარად, მაღალი კონკურენციის პირობებში, 861 ბიჯის შედეგად  გაიყიდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში შპს „ასტორიამ“ გაიმარჯვა და აუქციონის პირობების მიხედვით,  არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა უზრუნველყოს.

ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების ზრდამ კიდევ უფრო საჭირო გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვესტორებს სთავაზობს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომელიც მოიცავს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე  სახელმწიფო ქონების შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics