|
2017-12-20 16:49:44, 1922 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია მუშავდება
„ტრანსპორტის სფეროდან დამატებითი ღირებულების შესაქმნელად, რეგიონების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გასაზრდელად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ცენტრების განვითარება",-ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკვე გამოცხადებულია ინტერესთა მოწვევა საქართველოში 2 ლოგისტიკური ცენტრის შექმნაზე, სადაც განხორციელდება დაახლოებით 170 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დასაქმდება 800 ადამიანი. მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, უკვე არსებობს საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა. ამ კვლევის საფუძველზე გამოცხადებულია ინვესტორთა მოსაზიდად ღია ტენდერი. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა 2 საუკეთესო ლოკაცია - აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის ლოგისტიკური ცენტრი, კუმისში) და დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ (ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი). ასევე, მომზადდა თითოეული ლოგისტიკის ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი, ბიზნესმოდელი, გაკეთდა ბაზრის ანალიზი და სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება. აქვე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დასრულების სტადიაზეა საქართველოს ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა (2017-2026) და მისი სამოქმედო გეგმის (2017-2020) შემუშავება. დოკუმენტს ცნობილი ფრანგული საკონსულტაციო კომპანია ,,EGIS International"-ი ამზადებს. სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. დოკუმენტის მიღება დაგეგმილია მომავალ წელს. (NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)