15:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 16:20:11, 1649 ნახვა

ეკონომიკა
„ბიზნეს სახლი“ მომხმარებელს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით 800-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს შესთავაზებს

 საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას  სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის  ახალ მოდელზე - „ბიზნეს სახლის"  პროექტზე ისაუბრა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს ბიზნესის მომსახურების ერთიანი ფიზიკური და ელექტრონული სივრცის შექმნა-განვითარებას, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში   800 –ზე მეტი სახელმწიფო სერვისი მიიღონ,  რომელთა  მიწოდებას, ამ ეტაპზე,  60-მდე  სტრუქტურა უზრუნველყოფს.

„სახელმწიფო ტრანსფორმირდება უფრო მეტად კოორდინირებულ და კლიენტზე ორიენტირებულ ერთიან სტრუქტურად და ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობასა და მომხმარებლის გაზრდილი ინფორმირებულობის შესაძლებლობას. მომხმარებელს საშუალება ექნება, თვალი ადევნოს  იმ მომსახურების პროცესის პროგრესს, რომლითაც სარგებლობს. შედეგად, გაუმჯობესდება სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ მაღალი ხარისხის სერვისს, მნიშვნელოვნად დაიზოგება როგოც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის დრო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ბიზნეს სახლი" წარმოადგენს არა მხოლოდ ფიზიკურ სივრცეს, არამედ ერთიან „ფრონტ ოფისს" - ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების, საინვესტიციო-საკონსულტაციო მომსახურების, ბუნებრივი მონოპოლისტების (გაზი, წყალი, დენი, და ა.შ.), ფინანსური და იურიდიული სექტორის წარმომადგენლებისთვის  და შესაბამისად, უზრუნველყოფს ყველა საჭირო მომსახურების მიწოდებას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics