02:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 13:28:52, 1694 ნახვა

კომენტარი
გახარია: ბოლო სამ კვირაში ჩემი დროის 50% დაკავებული იყო იმით, რომ პოლიციელები დამეცვა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ბოლო პერიოდში  პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ცილისწამებაზე და შეურაცხყოფაზე  ამახვილებს ყურადღებას.

როგორც გახარიამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, „პოლიციისთვის რაიმეს  დაბრალება გახდა ინსტრუმენტი კანონის დარვევის  შემთხვევაში, რაღაც ალიბების შეთხზვის“:

„იქ, სადაც ეს იქნება ფაქტობრივად დადასტურებული სასამართლოს მიერ, ჩვენი მხრიდანაც უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული. არ არის აქ საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას არასამართლიანად და არაკანონიერად ხელი დავაფაროთ.  თუმცა, ერთი რამ მინდა გითხრათ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჩემი დროის 50% იყო დაკავებული იმით, რომ დამეცვა პოლიციელები.  ერთს თავი გაუტეხეს, მეორეზე პროცესი სასამართლოშია, ცილისწამებასთან დაკავშირებით. რაღაც ტრადიცია გახდა, ყველამ იცის, რომ პოლიციის დაბრალება უკვე გახდა ინსტრუმენტი კანონის დარვევის  შემთხვევაში რაღაც ალიბების შეთხზვის. რაღაც ბალანსი გაგვქეცა, სადღაც გატყდა სიტუაცია და ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველანაირი პოლიტიკური პიოზიციის გათვალისწინების გარეშე, ამ საზოგადოების უსაფრთხოება ყველა ჩვენგანის ინტერესია“, - აღნიშნა გახარიამ.

მთავრობის განახლებული  შემადგენლობა პარლამენტში ნდობის მისაღებად იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics