|
2017-12-20 10:50:26, 2247 ნახვა
მსოფლიო
იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა ჩატარდება
21 დეკემბერს, საერთაშორისო ორგანიზაციის 193 წევრი არაბი და მუსლიმი სახელმწიფოების თხოვნის საფუძველზე, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა ჩატარდება. Reuters–ის ცნობით, შეხვედრაზე კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალ ტრამპის გადაწყვეტილებას აუქმებს. ცნობისთვის, 18 დეკემბერს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 15 წევრიდან 14-მა მხარი ტრამპის დეკლარაციის გაუქმებას დაუჭირა. უშიშროების საბჭოს წევრების პოზიციას აშშ-ის წარმომადგენელმა ვეტოთი უპასუხა. შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს. საპასუხოდ, 13 დეკემბერს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)