|
2017-12-19 18:32:28, 2419 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სააკაშვილის მიერ პოროშენკოსთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც პეტრო პოროშენკოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისწერა. როგორც ცეგოლკომ აღნიშნა, წერილის გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბევრმა ჟურნალისტმა მიმართა. გამოქვეყნების კიდევ ერთ მიზეზად პოროშენკოს პრესმდივანი სააკაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს. წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ ФСБ-სთან მისი კავშირი აბსურდულია და მას "არანაირი აგრესიული განზრახვები არ აქვს". სააკაშვილის თქმით, მის მიმართ გაჟღერებული მსგავსი ბრალდებები უკრაინის მტერს ახარებს. „მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, არავითარი აგრესიული განზრახვა არ მაქვს. კარგად მიცნობთ და ხვდებით, რომ ჩემი დადანაშაულება ФСБ-ზე მუშაობაში არა მხოლოდ სრული აბსურდია, არამედ ძალიან ახარებს უკრაინის მტერს. რა თქმა უნდა, ბევრი პოლიტიკური შეცდომა დამიშვია და ვუშვებ, მაგრამ ახლა, როგორც არასოდეს დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის დეესკალაციაა საჭირო, რათა დესტაბილიზაცია არ მოხდეს. მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე უფლებამოსილ წარმომადგენელს და ყველაფერზე მოვილაპარაკოთ. პატივისცემით მ.",- ნათქვამია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


.jpg)



epn.ge (@expressnews.ge)