|
2017-12-19 14:07:08, 2064 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ერთ-ერთ ქუჩას რუსეთის მოკლული ელჩის, ანდრეი კარლოვის სახელი დაერქმევა
თურქეთის ქალაქ დემრეში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას რუსეთის მოკლული ელჩის, ანდრეი კარლოვის სახელი დაერქმევა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. როგორც თუქეთში რუსეთის ამჟამინდელმა ელჩმა ალექსეი ერხოვმა განაცხადა, ქუჩას სახელი 2018 წელს დაერქმევა. "ქუჩას ბატონი კარლოვის სახელი დაერქმევა. ამაზე მიმდინარეობს მთელი რიგი სამუშაოები. გარდა ამისა, იგეგმება მემორიალური დაფის გახსნა, სადაც დიპლომატის შესახებ იქნება ინფორმაცია მითითებული", - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში იმ დროს მოკლეს, როდესაც ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)