|
2017-12-19 13:35:00, 2189 ნახვა
მსოფლიო
2017 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი სირიაში მოკლეს
2017 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი სირიაში დაიღუპა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, წელს სირიაში სამსახურეობრივი მოვალეობის დროს 12 ჟურნალისტი დაიღუპა. მეორე ადგილს მექსიკა იკავებს, სადაც 11 ჟურნალისტი მოკლეს. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, იმ ფაქტს, რომ მექსიკა სიაში შარშანაც მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ომი არ მიმდინარეობს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჟურნალისტებს ნარკო კარტელები იშორებენ, რომელთა უკანონო საქმიანობას მედია ინტენსიურად აშუქებს. "რეპორტიორების საზღვრების გარეშეს" ანგარიშში ასევე მოხვდნენ: ერაყი - 9 ჟურნალისტი, ავღანეთი - 8, ინდოეთი - 4, ფილიპინები - 4, სომალი - 4, რუსეთი - 1, მალტა - 1, სამხრეთ სუდანი -1, ჰონდურასი -1, დანია-1, კოლუმბია -1, ბრაზილია -1, ბირმა -1, ბანგლადეში -1. აღსანიშნავია, რომ დაღუპული 65 ჟურნალისტიდან, 58 საკუთარ ქვეყანაში მოკლეს, ხოლო 7 საზღვარგარეთ, როდესაც ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)