|
2017-12-19 11:44:15, 2144 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა იერუსალიმთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმთან დაკავშირებით რეზოლუციას ვეტო დაადო, - ამის შესახებ Reuters იუწყება. რეზოლუციის პროექტით გაერო იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ეთანხმება და ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდებს თავის გადაწყვეტილებას გადახედოს. როგორც გაერო-ში ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რაც უშიშროების საბჭოს სხდომის მსვლელობისას იხილა, შეურაცხმყოფელია. მისივე თქმით, ეს პირველი ვეტოა, რომელიც აშშ-მ ბოლო 6 წლის განმავლობაში გამოიყენა. „ის, რომ რეზოლუციაზე ვეტო გამოვიყენეთ ამერიკის სუვერენიტეტის დასაცავად და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესში აშშ-ის როლის ხაზგასასმელად, ჩვენთვის დამაბრკოლებელი არ უნდა იყოს“, - განაცხადა ჰეილიმ. ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი, პალესტინამ მოამზადა, ხოლო გაერო-ს უშიშროების საბჭოში ეგვიპტემ წარადგინა. დოკუმენტში წერია, რომ "ყველა გადაწყვეტილებას და ქმედებას, რომელიც იერუსალიმის სტატუსის და დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლას ემსახურება, იურიდიული ძალა არ აქვს და გაერო-ს რეზოლუციების შესაბამისად უნდა გაუქმდეს". რეზოლუციის პროექტს მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)