|
2017-12-19 09:40:47, 2288 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: პოროშენკომ უკრაინიდან ჩემი გაძევების და საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო
„პეტრო პოროშენკომ ჩემი ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო“,-ამის შესახებ საქართველოს ექს პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია news one-ის ეთერში განაცხადა. სააკაშვილის თქმით,პოროშენკო უკვე მოელაპარაკა საქართველოს ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში მისი დაკავება და ექსტრადირება იგეგმება. „როგორც ვხვდები პრეზიდენტმა პოროშენკომ, მიუხედავად დასავლელი დიპლომატების მკაცრი გაფრთხილებისა, ჩემი ქვეყნიდან გაძევების და საქართველოში ექსტრადირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ის მოელაპარაკა საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში ჩემს დაკავებასა და ექსტრადიციას გეგმავენ. საქართვცელოში ცრუ ბრალდებების საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებას ეხება, უახლოეს 3-4 დღეში გამოიტანენ განაჩენს“,-აღნიშნა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)