01:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 17:38:55, 1944 ნახვა

კომენტარი
ქუცნაშვილი - პრემიერის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია გაავრცელა „რუსთავი 2“-მა, იმიტომ რომ აწყობს

„ეს ინფორმაცია თეორიული დაშვების დონეზე გაავრცელა „რუსთავი 2“-მა, იმიტომ რომ აწყობს პრემიერი გადადგეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილი გადადგომა მოსალოდნელი არ არის.

„პრემიერი ამ კვირაში წარმოადგენს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ველოდებით მის გადადგომას. ეს ინფორმაცია თეორიული დაშვების დონეზე გაავრცელა „რუსთავი 2“-მა, იმიტომ რომ აწყობს პრემიერი გადადგეს. ამას ხელი შეუწყო თავად პრემიერის განცხადებამ, რომ თუ დადასტურდება უკანონობა სახელმწიფო შესყიდვების ფაქტზე, რა ფაქტიც მან შეისწავლა, მზად იყო დაეტოვებინა, ეს იყო მისი პირადი განცხადება“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics