|
2017-12-18 15:52:20, 2076 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი „ევროკონტროლის“ დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის „ევროკონტროლის" (EUROCONTROL) დირექტორატის წარმომადგენლებს ადრიან ჰეერბარტს და მაურიციო რომანინის შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა "ევროკონტროლის" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" თანამშრომლობაზე, რომლის წევრიც საქართველო 2014 წელს გახდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოში ფრენების უსაფრთხოების ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. თანამშრომელთა გადამზადების მაღალი დონე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენებული ახალი შენობები მეტ საშუალებას აძლევს სახელმწიფო კომპანიას „საქაერონავიგაციას", შეასრულოს თავისი უმნიშვნელოვანესი მისია - დაიცვას ფრენის უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში. შეხვედრაზე აგრეთვე საუბარი წარიმართა „საქაერონავიგაციის" როლზე ისეთი ინიაციატივის განხორციელების ფარგლებში, როგორიცაა "ერთიანი ევროპული ცა". „ევროკონტროლის" მარშრუტების სააერნაოსნო მომსახურების ცენტრალური ოფისის (CRCO) დირექტორმა, "ერთიანი ევროპული ცის" პერსონალისა და ფინანსების დირექტორატის დირექტორმა ადრიან ჰეერბაარტიმ და ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მაურიციო რომანინიმ დადებითად შეაფასეს საქართველოს „ევროკონტროლში" გაწევრიანების შემდეგ, „საქაერონავიგაციის" 4-წლიანი მუშაობა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს, 2018 წლის სექტემბერში, საქართველოში დაგეგმილი „ევროკონტროლის" გაფართოებული სხდომის ჩატარებაზე. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ამავე სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)