|
2017-12-18 15:00:10, 2465 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დაკითხვაზე განმეორებით დაიბარებს
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი ანდრეი ლისენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს: „სააკაშვილის მიერ დაკითხვაზე უარის თქმის გათვალისწინებით, საგამოძიებო პროცედურული ქმედებების განსახორციელებლად პროკურორი უფლებამოსილია ეჭვმიტანილს განმეორებით გაუგზავნოს დაკითხვაზე გამოძახების ცნობა“, - განაცხადა ლისენკომ. კიდევ ერთმა პროკურორმა ალექსანდრე გორორუშჩაკმა News One- ის ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილი ხმაზე ფონოსკოპიური გამოკვლევისთვის იყო დაბარებული. „დაკითხვაზე მიხეილ სააკაშვილი სასწრაფო და აუცილებელი საგამოძიებო პროცედურების ჩასატარებლად დაიბარეს. კერძოდ, საჭიროა ფონოკოსკოპური გამოკვლევის ხმის ექსპერიმენტული ნიმუშების მიღება, რათა გამოძიებამ დაადასტუროს ვიდეოზე სააკაშვილის ხმა. მაგრამ დღეს, მიხეილ სააკაშვილმა გამოძიება ჩაშალა, ის მხოლოდ საგუშაგოსთან მივიდა და უარი თქვა შემდგომი გამოძიების ჩატარებაში მიეღო მონაწილეობა", - განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)