|
2017-12-16 17:31:43, 2705 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილმა უკრაინელებს მოუწოდა, ხვალ „იმპიჩმენტის მარშში“ მონაწილეობა მიიღონ
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს მოუწოდა, ხვალ დაგეგმილ მარშში მონაწილეობა მიიღონ, - ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილმა განმარტა, "იმპიჩმენტის მარში" აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ "კატასტროფა აირიდოს და ხელისუფლებამ ბოლო ფატალური ნაბიჯი არ გადადგას". სააკაშვილმა ასევე მარშის ძირითადი მოთხოვნები ჩამოთვალა: "ქვეყანას ოლიგარქები არ უნდა მართავდნენ; ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას კორუფციულ სქემებზე; უნდა შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები; უნდა გადადგეს გენერალური პროკურორი; უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლო; იმპიჩმენტის მექანიზმებიც უნდა შეიქმნას. ამ ყველაფერთან ერთად, არ შეიძლება პუტინს მივცეთ საშუალება, რომ შექმნილი ვითარებით ისარგებლოს. ქვეყანას არ შევარყევთ, ხოლო "ჯიხურს" აუცილებლად. სწორედ ამ მიზეზით გავდივართ ხვალინდელ მარშზე. და ბოლოს, თუ დიქტატურის შესაჩერებლად საჭირო გახდება ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც კი, მზად ვარ ისინი დავთმო. ბოლომდე ვიბრძლებ, გამარჯვებამდე", - წერს პოლიტიკოსი. ცნობისთვის, ხვალ კიევში შევჩენკოს პარკთან, თბილისის დროით 14:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)