18:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-16 15:26:40, 2500 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკების შედეგად, კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის არმიასა და პალესტინელ აქტივისტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, ორი პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მორიგი შეტაკება ღაზას სექტორში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილში მოხდა. შეტაკების დროს კიდევ 263 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაკებები უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. ბოლო მონაცემებით, სიტუაციის გაუარესების შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა, 1900-ზე მეტი კი, დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. მას შემდეგ ახლოაღმოსავლეთში შეტაკებები დაიწყო. ამასთან, მუსულმანურმა ქვეყნებმა ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს და მასშტაბური აქციები გამართეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics