01:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-16 14:32:10, 2073 ნახვა

კომენტარი
„ქართული ოცნება“ პარლამენტში 2 ახალ ფრაქციას ჩამოაყალიბებს

პარლამენტში მმართველ გუნდს ექვსის ნაცვლად, რვა ფრაქცია ექნება.

ახალ ფრაქციებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე ქმნიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირებას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ფრაქციების დამატების მიზანი მენეჯმენტის გაუმჯობესება და საკანონო ბიუჯეტის უკეთ მართვაა.

როგორც დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

"როდესაც პროცესი დასრულდება, შეიქმნება ფრაქცია და მას ეყოლება თავმჯდომარე. ამის შემდგომ, ჩვენ რა თქმა უნდა მედიასთან, ფრაქციის მიზნებსა და გეგმებზე  ვისაუბრებთ. პროცესი ჯერ არ დამთავრებულა და წინასწარ საუბარი არ ღირს", - განაცხადა გეგიძემ.

რაც შეეხება გოჩა ენუქიძეს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ 2 ფრაქციის დამატებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს.

"კონსულტაციები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. გუშინ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 2 ახალი ფრაქცია იყოს. დეტალებს ვერ გეტყვით, შემადგელობაზე ჯერ მიდის კონსულტაციები. ჩვენ ისევ ერთი მონოლიტური გუნდი ვრჩებით, როგორც ვიყავით", - დასძინა დეპუტატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics