|
2017-12-16 14:24:04, 2457 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი ტრამპის გადაწყვეტილებაზე: მუსლიმები არასოდეს დაემორჩილებიან ამგვარ უსამართლობას
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალური ანკარა გაერო-ში ინიციატივებს წარადგენს, რათა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე ამერიკის „სამარცხვინო“ გადაწყვეტილება გააუქმოს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ამერიკის შეერტებული შტატების გადაწყვეტილება იერუსალიმთან დაკავშირებით, ისლამურ მსოფლიოსთან მიმართებაში ფარული გეგმების ერთ-ერთი ნაწილია. მისივე თქმით, თუ მუსლიმები სათანადო პასუხს არ გასცემენ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ამას სხვა ნაბიჯები მოჰყვება. მანვე დასძინა, რომ "იერუსალიმი - ისლამური მსოფლიოს ღირსებაა და ამას ალტერნატივა არ აქვს". „მტკიცედ ვართ განწყობილი ამ საკითხში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩამოვრეცხავთ მათ ჭუჭყს, ვინც საერთაშორისო სამართალს არღვევს. ვიმუშავებთ, რათა ეს უკანონო გადაწყვეტილება გავაუქმოთ, ჯერ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ხოლო შემდეგ კი, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში. იერუსალიმი - ეს ის გამოცდაა, რომელიც ყველა მუსლიმმა წარმატებით უნდა ჩააბაროს. მუსლიმები არასოდეს დაემორჩილებიან ამგვარ ორმაგ სტანდარტებს და უსამართლობას, რომელსაც ამერიკა დ ნატო აწარმოებენ. ამჟამად, მსოფლიოს 137 ქვეყანა აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ და ღმერთის წყალობით, ეს რიცხვი ჩვენი ძალისხმევით გაიზრდება “, - განაცხადა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)