02:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 19:18:59, 1915 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: თბილისის სხვადასხვა რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის 35 მილიონი ლარი დაიხარჯება

თბილისის სხვადასხვა რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის  35 მლნ ლარი, ქალაქის განვითარების ხელშეწყობისთვის კი - 66 მლნ ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო. 

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტით ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებისა და მშრალი ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. 

„ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გამწვანების ღონისძიებები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 6 მლნ ლარით მეტია. დასუფთავების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 11 მლნ ლარი; ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ეზოების კეთილმოწყობისთვის 20 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც 13 ახალი ბაღის მშენებლობის დასრულებას, ხოლო 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყებას მოიცავს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, სპორტული დაწესებულებების ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიმართულებით, გათვალისწინებულია 5 მლნ 888 ათასი ლარი, რომელიც ორი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობასა და სამის პროექტირებას მოიცავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics