|
2017-12-15 15:26:15, 2752 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
საფრანგეთში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. შემთხვევა ქალაქ პერპინიანში მოხდა. მედიის ცნობით, ავტობუსში13-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. პროკურორი აცხადებს, რომ დაღუპული და დაშავებული ბავშვების ამოცნობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. დაშავებულთაგან ყველაზე პატარა 7 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 15-ის. მატარებლის მგზავრებიდან და პერსონალიდან არავინ დაშავებულა, თუმცა ბევრ მათგანს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდათ. თვითმხილველების თქმით, ავტობუსი გადასასვლელზე მაშინ აღმოჩნდა, როდესაც შლაგბაუმი უკვე დაშვებული იყო. ძლიერი დარტყმის შედეგად ავტობუსი 2 ნაწილად გაიყო. შემთხვევის ადგილზე ჩავიდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი. დაღუპულთა ოჯახებს ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც მიუსამძიმრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)