18:21 - 26 May, 2026
|
2017-12-15 12:53:28, 2405 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ევროკავშირმა ერთხმად გადაწყვიტა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივება“, - წერს ტუსკი. სანქციები, რომლის ვადაც 2018 წლის იანვრის ბოლოს იწურებოდა, კიდევ 6 თვით იქნება ძალაში. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და მოგვიანებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის გამო დააწესეს. ამის საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთში მათი პროდუქტის ექსპორტი აკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)