18:22 - 26 May, 2026
|
2017-12-14 19:48:50, 2528 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ნაბლუსში ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პალესტინელებმა სამხედროებს ქვები დაუშინეს. ამის შემდეგ ისრაელის სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. ამასთან, მედიის ცნობით, კიდევ ერთი შეტაკება ბეთლემში მოხდა, რომელიც 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეგახსენებთ, რომ ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც 6 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)