|
2017-12-14 15:37:55, 2239 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: პროკურატურამ დაადგინა, რომ უკრაინაში ხელისუფლების გადასაყენებლად 210 ათასი დოლარი დამაკლდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის გენერალური პროკურატურა თვლის, რომ ქვეყანაში გადატრიალების მოსახდენად მას 210 ათასი დოლარი დააკლდა, - ამის შესახებ NewsOne იუწყება. "ანუ თქვენ დაადგინეთ, რომ უკრაინაში ხელისუფლების გადასაყენებლად 210 ათასი დოლარია საჭირო? და ამას გვიმალავდით? კარგია, რომ აქ კამერები არის - შეიძლება ხალხმა შეკრიბოს! მოაგროვონ ეს 210 ათასი დოლარი", - მიმართა ყოფილმა გუბერნატორმა პროკურორებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დასძინა, რომ თუ ხელისუფლების შეცვლა, სწორედ ამ თანხას საჭიროებს, მაშინ ამის პოვნა შესაძლებელია. შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, არამედ აღნიშნულის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)