18:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 14:23:53, 2114 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში ტერაქტების სერია აღკვეთა

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში ტერაქტების სერიის აღკვეთის შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ Haqqin.az იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა, რომლის მიზანი ტერაქტის განხორციელება იყო.

მედიის ცნობით, ეთნიკურად სომეხმა, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე რ.კ.-მ 2017 წლის სექტემბერში Martin Avagyan-ის სახელით სოციალურ ქსელ Facebook-ში გვერდი შექმნა. ამ გვერდის მეშვეობით, რ.კ. მოსახლეობას სამართალდამცველებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოუწოდებდა.

სააგენტო წერს, რომ რ.კ. დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნას ცდილობდა, როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ეთნიკურად სომხების მონაწილეობით.

„აღნიშნული პიროვნება, რჩევებით, მითითებებით და ფინანსური საშუალებებით, შუამავლების მეშვეობით სომხეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ მოქმედებებს ამზადებდა“, – აღნიშნულია სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, ამერიკის მოქალაქე ძებნაშია გამოცხადებული და მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics