|
2017-12-14 12:24:39, 2109 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელმა კონგრესმენმა, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდების შემდეგ, თავი მოიკლა
კენტუკის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ამერიკელმა კონგრესმებმა, დენ ჯონსონმა, სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულების შემდეგ, თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია WDRB ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ორშაბათს, ჟურნალისტური გამოძიების ცენტრმა ქალის განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ჯონსონს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ქალის თქმი, ეს ფაქტი 2012 წლის ახალი წლის ღამეს მოხდა. მაშინ ქალი 17 წლის იყო, ჯონსონი კი პასტორის მოვალეობას ასრულებდა. როგორც დაზარალებული აცხადებს, კონგრესმენი მაშინ ალკოჰოლიკი იყო. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დენ ჯონსონმა Facebook-ზე დაწერა, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. „2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის პოსტტრამვული სტრესი, რომელიც 16 წელია მაქვს, ჩემს ცხოვრებას წაიღებს, მე აღარ შემიძლია ამას ვებრძოლო. მათ გაიმარჯვეს“,- დაწერა ჯონსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)