|
2017-12-13 20:48:35, 2663 ნახვა
მსოფლიო
მუსლიმური ქვეყნები მსოფლიოს იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდებენ
57 მუსულმანური სახელმწიფოს ლიდერმა, მსოფლიოს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და იერუსალიმის მის ოკუპირებულ დედაქალქად აღიარებისკენ მოუწოდა. როგორც BBC იუწყება, ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ საგანგებო სამიტზე მიიღო. ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში შუამავლის როლი დაკარგა. ორგანიზაცია აშშ-ს მოუწოდებს, იერუსალიმის საკითხე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგებზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს დაეკისრება. დღევანდელ სამიტზე საერთაშორისო თანამეგობრობას იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარებისკენ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმაც მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ 6 დკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულს მსოფლიოს მასშტაბით დიდი კრიტიკა მოჰყვა. აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა 800-მდე ადამიანი კი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)