|
2015-05-08 18:49:02, 527 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთის სოფელ გვარაში ევროპის დღე აღინიშნა
დღეს ევროპის დღე ქობულეთის სოფელ გვარაში აღინიშნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა ესწრებოდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მიესალმა. სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად აჭარაში იმყოფებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში იტვინ ჰენინგი, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის სამოქმედო დივიზიის ხელმძღვანელი კაიდო სირელი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში შომბი შარპი და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიების ფარგლებში მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ENPARD-ის პროექტით განხორციელებული აქტივობები, სათბურები სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებზე გრანტით გადაცემული ტექნიკა და მანქანა-დანადგარები. ასევე, გაიმართა „ENPARD აჭარა”-ს ფოტოგამოფენა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 23 კოოპერატივის დაჯილდოების ცერემონიალი. ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის და პროექტ ENPARD-ის მხარდაჭერით ჩატარდა. „ჩვენი შეკრება აგროსერვის ცენტრში შემთხვევითი ღონისძიება არ არის. ეს გახლავთ ერთ-ერთი სამაგალითო და წარმატებული პროექტი იმ მრავალი სხვა პროექტიდან, რომლითაც ძალიან დიდი სარგებელი აქვს რეგიონის მოსახლეობას და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის განვითარებას. ეს კონკრეტული და ყველა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლებიც დონორთა ხელშეწყობით და ჩვენი თანამონაწილეობით ხორციელდება, მორგებულია რეგიონის განვითარების სტრატეგიას“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)