|
2017-12-12 18:26:20, 2626 ნახვა
მსოფლიო
„მზად ვარ რისკზე წავიდე“ - კარლეს პუჩდემონი შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს
კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, ის სამშობლოში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ 21დეკემბრის არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ El Mundo იუწყება. როგორც პუჩდემონმა აღნიშნა, ის მზად არის რისკზე წავიდეს. "მინდა კატალონიაში 21 დეკემბრამდე დავბრუნდე, სანამ არჩევნები ჩატარდება, თუნდაც იმისათვის, რომ ხმის მიცემის უფლება გამოვიყენო. მგონია, რომ ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, არსებული ორდერის მიუხედავად, არ დამაკავებენ, რადგან მოსახლეობის ხმებს უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე ხელბორკილებს. ამასთან, ვიცი, რომ არჩევის შემთხვევაში მთავრობას ვერც ბრიუსელიდან და ვერც ციხიდან ვერ ჩავიბარებ. თუმცა, თუ საჭროება მოითხოვს, მზად ვარ რისკზე წავიდე", - განაცხადა პუჩდემონმა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კატალონიაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა. არჩევნები 21 დეკემბერს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც კატალონიაში დამოუკიდებლობის ე.წ რეფერენდუმი ჩატარდა, რის შემდეგაც მადრიდმა კატალონიის მთავრობა გადააყენა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)