|
2017-12-12 17:44:55, 1773 ნახვა
კომენტარი
ბესელია: მივესალმებით ამ ცვლილებებს, როგორც დემოკრატიისკენ გადადგმულ ერთ-ერთ საუკეთესო ნაბიჯს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დეპუტატებს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის მოსაზრება გააცნო. ბესელიას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციასთან და დემოკრატიის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია: „ცვლილებები არის ამ რეკომენდაციების პასუხი. საპარლამენტო რესპუბლიკის სტანდარტი და ზოგადად, პარლამენტარიზმი, როგორც თანამედროვე კონსტიტუციონალისტური მიდგომები განსაზღვრავს, ეს არის მმართველობის ყველაზე დემოკრატიული ფორმა. მივესალმებით და თანამონაწილე ვართ ამ ცვლილებების, რომლითაც ხელი შეეწყობა დემოკრატიული ცხოვრების მაღალ სტანდარტებს. საკონსტიტუციო ცვლილებები განამტკიცებს და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელსაც კონსტიტუცია ეყრდნობა. მთლიანობაში, მივესალმებით ამ ცვლილებებს, როგორც დემოკრატიისკენ გადადგმულ ერთ-ერთ საუკეთესო ნაბიჯს და მათ შორის ოპოზიციური პარტიების გაძლიერებისთვის გადადგმულს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)