17:18 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 17:10:55, 2332 ნახვა

მსოფლიო
ირანი მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებს, ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ

ირანის პარლამენტმა მუსლიმურ ქვეყნებს  ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა და აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების მინიმუმამდე დაყვანისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ისლამური საკონსულტაციო საბჭოს წევრები ვთხოვთ მუსლიმურ ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფად გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან და აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობა შეამცირონ“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ირანის პარლამენტის 235 წევრი აწერს ხელს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მ თავისი გადაწყვეტილებით „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი დაასამარა“.  

იერუსალიმი დღეს მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა  რეგიონში შეტაკებები არ წყდება. ისრაელმა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა აშშ-ს მხარი აუბან და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics