|
2017-12-12 15:22:22, 1751 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: წოდებისა და თანამდებობის მიხედვით დარღვეული ბალანსის დასარეგულირებლად, თავდაცვის უწყებაში თამამი რეფორმა გატარდა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, 2016 წელს თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რომელიც ოპტიმიზაციას შეეხებოდა. როგორც სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, დარღვეული იყო ბალანსი შესაბამისი წოდებისა და თანამდებობის მიხედვით. მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში თავდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე მიიწვევენ, სადაც ის თავდაცვის უწყებაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს: „ვიმსჯელეთ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. შარშან ამ წლის დასაწყისში ძალიან ნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, რომელიც შეეხებოდა შეიარაღებულ ძალებში ოპტიმიზაციას.იცით, რომ გარკვეულწილად დარღვეული იყო ბალანსი შესაბამისი წოდებისა და თანამდებობის მიხედვით. ამიტომ, ამ ბალანსის დასარეგულირებლად მართლაც თამამი და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. უახლოეს ხანებში გვექნება შესაძლებლობა, თავდაცვის მინისტრი მოვიწვიოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე და ყველა აქამდე გატარებული რეფორმის ფარგლებში მოვისმინოთ, თუ რა ვითარება გვაქვს შეიარაღებულ ძალებში და რა რეფორმები იგეგმება“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)