23:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 00:28:12, 1997 ნახვა

კომენტარი
კორძაია: არ შეიძლება, ჩვენთვის მისაღები გახდეს  სააკაშვილის პოლიტიკური დევნა უკრაინაში

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის თამარ კორძაიას შეფასებით ის, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება უკრაინაში,  პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც კორძაიამ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა, შესაძლოა, ვიღაც თვლის, რომ სააკაშვილმა საქართველოში რაღაც ჩაიდინა, მაგრამ უკრაინაში რაც ხდება, ეს ამასთან კავშირში არ არის. " არ შეიძლება, ჩვენთვის მისაღები გახდეს მისი პოლიტიკური დევნა უკრაინაში,“-აღნიშნა კორძაიამ. კორძაიას განმარტებით,სააკაშვილი არ არის იოლად შესაფასებელი პერსონა ქართული საზოგადოებისთვის. "ყველა ვაღიარებთ, რომ მის მიმართ არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება.ზოგისთვის ის პოლიტიკურად მიუღებელია.ამავდროულად ბევრი ადამიანი ჰყავს მხარდამჭერი.არიან მოქალაქეები, რომლებსაც მას უბრალოდ პერსონალურად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა არ აპატიეს.ბუნებრივია მის მიმართ არ არსებობს ცალსახა პოზიცია.მაგრამ ჩვენთვის  ეს არ არის მთავარი.მთავარი და მნიშვნელოვანი არის "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი წარსული შეცდომები აღიაროს(ისინი ეტაპობრივად აღიარებენ ამას), რათა საზოგადოებამ დაინახოს რეალური პრობლემა, რის წინაშე ვართ",-განაცხადა თამარ კორძაიამ. შეგახსენებთ, უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics