|
2015-05-08 16:23:34, 389 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ქადაგიძე: ეროვნული ბანკის მიმართ არნახული მასშტაბის ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება
„ეს არის ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, რომ დახარჯოს სავალუტო რეზერვი. ეროვნული ბანკის მიმართ არნახული მასშტაბის ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება“,-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მთავრობის წევრების მხრიდან ლარის გაუფასურებაზე ეროვნული ბანკისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე და საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა. ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების დახარჯვას არ აპირებს. „ეს არის ზეწეოლა ეროვნულ ბანკზე, რომ დახარჯოს სავალუტო რეზერვი. ჩვენ არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას და გაფლანგვას, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. ის, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი და ხშირად დამღუპველია მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში არაერთხელ დადასტურებულა. სავალუტო რეზერვი არ არის ჩემი და ეროვნული ბანკის საკუთრება. ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვი ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის, ჩვენი შვილების მატერიალური დოვლათი. ეს არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტრემის სტაბილურ ფუნქციონირებას არაფერი ემუქრება. ეს არის იმის გარანტი, რომ 90-იანი წლები არ განმეორდება არასდროს. ამიტომ ვერანაირი საგამოძიებო კომისია ვერ გვაიძულებს მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას“,-განაცხადა ქადაიგძემ. ქადაგიძემ დასძინა, რომ ყველაფერი კეთდება მაქსიმალურად იმისთვის, რათა შერბილდეს მოსახლეობისათვის ეს ტვირთი და ნაკლებად იყოს მტკივნეული იმ ადამიანებისთვის ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს. ამასთან, ქადაგიძის განცხადებით, ის ყველა სხვა დეტალზე პარლამენტში ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრებს.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)