15:13 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-10 13:42:13, 2634 ნახვა

მსოფლიო
„არაბულ სახელმწიფოთა ლიგა“ აშშ-ს მოუწოდებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილება გააუქმოს

„არაბულ სახელმწიფოთა ლიგა“ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს,  იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ  მიღებული გადაწყვეტილება გააუქმოს.

 მიმართვა ეგვიპტეში არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

 კომუნიკეში ნათქვამია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების საშიში დარღვევაა.

„აშშ-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების საშიში დარღვევაა,“ - აღნიშნულია კომუნიკეში.

კომუნიკეს თანახმად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ ნებისმიერ ცალმხრივ ნაბიჯებს იერუსალიმის საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით.

არაბული ქვეყნები მიჩნევენ, რომ აშშ-მა მოახდინა თვითიზოლაცია, როგორც რეგიონში სამშვიდობო პროცესის შუამავალმა. განცხადება გააკეთა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ჯებრან ბასილიმ, რომელიც თვლის, რომ ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ აშშ-ს სანქციები უნდა დაუწესდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics