|
2017-12-08 15:48:03, 2123 ნახვა
კომენტარი
პოროშენკო: სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია საერთაშორისო ყურადღებას არ იმსახურებს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია საერთაშორისო ყურადღებას არ იმსახურებს, - ამის შესახებ 112 იუწყება. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ყველა პირმა, რომელმაც კანონი დაარღვია, პასუხი უნდა აგოს. „თუ ჩვენ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ვაფასებთ, ის არ იმსახურებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, ვინაიდან არსებობს კონკრეტული დანაშაული, რომელიც განხორციელებული იყო. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გამოძიების გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ეფექტური მიუკერძოებელი სასამართლო. ეს ის არის, რაც ჩვენ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ უნდა ვუზრუნველყოთ. კანონის დარღვევა არ შეიძლება“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ და დასძინა, რომ სააკაშვილის საქმეზე გამომძიებლებს შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოძიების მასალების ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართონ. "მე არ ვერევი ამ საქმეში. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ობიექტური შედეგები. ამის გარანტიის მიცემის შესაძლებლობა და ვალდებულება გამაჩნია", - განაცხადა პოროშეკო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)