14:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 14:02:33, 2316 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი საბერძნეთშია - ის საზღვრების გადახედვას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, 1923 წლის ლოზანის შეთანხმება, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთსა და საბერძნეთს შორის საზღვრები დაადგინა, უსამართლოა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, საბერძნეთში მუსლიმების მიმართ დამოკიდებულება მიანიშნებს, რომ ოფიციალური ათენი ლოზანის შეთანხმებას არ ასრულებს.

"მათ არ მიეწოდებათ შესაბამისი დახმარება ინვესტიციების სახით და მუსლიმების დისკრიმინაცია მიმდინარეობს",- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მოგვიანებით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ათენი და ანკარა ნდომის განმტკიცების შესახებ ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ. ციპრასი თვლის, რომ მხარეებმა არსებული პრობლემები მშვიდად უნდა მოაგვარონ.

ცნობისთვის, მხარეებს შორის უთანხმოების მთავრი მიზეზი 1974 წელს თურქეთის ჯარების მიერ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპირების საკითხია. გარდა ამისა, ორ მეზობელ ქვეყანას სადავოა ეგეოსის ზღვაში დაუსახლებელი კუნძული და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2011 წელს აღმოჩენილი აფროდიტეს ბუნებრივი აირის რესურსი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics