|
2017-12-08 13:17:20, 1870 ნახვა
კომენტარი
კობიაშვილი: სიცრუეა, თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საფლეიოფო მატჩს - ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მსაჯის ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ოჯახს კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს. კობიაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, სიცრუეა, თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საპლეიოფო მატჩს - ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის: „მინდა გამოვეხმაურო ჩვენთვის ძალიან მძიმე შემთხვევას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი მსაჯის - ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საფეხბურთო სამყაროს. ამასთან, მინდა, ვთხოვო მედიის წარმომადგენლებს, რომ ინფორმაციის გავრცელებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. კერძოდ, ვგულისხმობ, გავრცელებულ უსაფუძვლო ინფორმაციას, თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საპლეიოფო მატჩს - ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის.ილია ტუღუში არ ყოფილა არანაირად დაკავშირებული ამ მატჩთან. მეტიც, მას არ უმსაჯია ეროვნული ლიგის არცერთი მატჩი, ასევე არც ეროვნული ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის მატჩები, ის მსაჯობდა ახალგაზრდულ პირველობებსა და რეგიონულ გათამაშებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დასახელებული სამი პირიდან არცერთი არ არის და არც ყოფილა ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი. და ბოლოს, მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია - ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი უწყებები უმოკლეს ვადაში დაადგენენ სიმართლეს“,-აღნიშნავს ლევან კობიაშვილი. ილია ტუღუში მალთაფას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავად ოჯახი მსაჯის გარდაცვალებას ჩაწყობილ თამაშებს და თანხის მოთხოვნას უკავშირებს. ისინი სწორედ ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის საპლეიოფო მატჩზე მიუთითებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)