|
2017-12-08 12:03:59, 1969 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია: ერთ-ერთი პირველი საქმე, რომლითაც დავინტერესდები, არასრულწლოვანთა შორის ძალადობას ეხება
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მომხდარმა ბოლო ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით არსებობს. ლომჯარიას თქმით, ერთ-ერთი პირველი საქმე, რომლითაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქმიანობისას დაინტერესდება, სწორედ არასრულწლოვანთა შორის ძალადობას უკავშირდება: „მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს დიდი ხანია ბავშვთა უფლებებზე, ალბათ, ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით. სკოლაში არსებული სიტუაციები, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტი და ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც დავინტერესდები“,-აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის თანამდებობაზე უჩა ნანუაშვილი დღეს ოფიციალურად ჩაანაცვლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)