|
2017-12-08 10:33:23, 1923 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობამ მოისმინა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ
ვენა-საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მხრიდან ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-სთან საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. „ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. აშშ არის საქარტველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და ამ ორი დღის განმალობაში მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ მოისმინა ამერიკის ძალიან მტკიცე პოზიცია საქართველოსთვის ძალიან მნიშსვნელოვან საკითხებზე. ეს არის შედეგი საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის აშშ-ის ახალ ადმიისტაციასთან, კონსულტაციები იმართება ინტენსიურად ყველა მაღალ ფორმატებში, მათ შორის შესაბამისი მინისტრებს შორის. ეს წელი არის განსაკუთრებული საქართველო ამერიკის ურთიერთობაში, რომლის ფარგლებში გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ჯანელიძემ. ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებტან, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან. რის შემდეგაც რექს ტილერსნმა კიდევ ერთხელ გააკეთა საქართველოს მხარდამწერი განცხადება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)