21:34 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 12:40:11, 1667 ნახვა

კომენტარი
ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო, ტრამპს მამაცი და სამართლიანი უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა.

ნათანიაჰუმ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გამო, მადლობა გადაუხადა და "მამაცი და სამართლიანი" უწოდა.

"ეს ისტორიული დღეა. ეს ქალაქი ისრაელის დედაქალაქი იყო 70 წლის განმავლობაში. იერუსალიმი 3 ათასი წლის განმავლობაში ებრაელი ხალხის დედაქალაქი იყო. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, რომელიც მშვიდობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ აშშ-ს იერუსალიმის ისრეალის დედაქალაქად ცნობაში და თავიანთი საელჩოები აქ გადმოიტანონ. დარწმუნებული ვარ, რომ საელჩოების გადმოტანა არ შექმნის პრობლემას. გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ, პალესტინელებთან და ყველა მეზობელ ქვეყნებთან კარგ ურთიერთობას",- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი იესრაელის დედაქალაქად აღიარა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics