|
2017-12-07 11:23:55, 2182 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოდანაშაულში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისი საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი), და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით (მეოთხე ეპიზოდი). სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ.გ.-მ ჩაიდინა როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ ნ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რომელიც 2017 წლის 10 მარტიდან დან 22 მარტის ჩათვლით ქ.თბილისში, სოფელ ფონიჭალაში გარკვეული თანხის სანაცვლოდ არაერთხელ გაასაღა მოქალაქე მ.გ-ზე. ასევე დადგინდა, რომ ნ.გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერება „ჰეროინს" თავის საცხოვრებელ სახლშიც ინახავდა, რაც ამოღებულ იქნა სამართალდამცველების მიერ. სამართალდამცველებმა ნ.გ. 2017 წლის პირველ აპრილს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით , მე-4 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.გ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)