22:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 16:41:06, 1593 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - ნეპოტიზმი იმდენადაა გამჯდარი წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ფსიქიკაში, რომ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიცია კონკრეტული არგუმენტების გარდა ყველაფერზე საუბრობს.

მდინარაძის თქმით, ამოცანა არ არის ნათესავებისა და აქტივისტების დასაქმება, რაიმე დამატებითი მიზანი, როგორც ეს მისივე თქმით, ადრე ხდებოდა.

მისივე განმარტებით, რეფორმის მთავარი მიზანი მმართველობის ეფექტურობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირებაა,   ერთ-ერთი მიზანი კი ხარჯების  ოპტიმიზაციაა:

„მათ ისაუბრეს ხანძარზე, ხელფასებზე, ყველაფერზე, ოღონდ არ წარმოუდგენიათ ამ თემებთან მიმართებით არგუმენტები. როდესაც რეფორმის მიზანშეწონილობაზე ვსაუბრობთ, მთავარია, დავინახოთ მიზანი, ეს არ არის რაიმე დამატებითი მიზნები, როგორც ეს ხდებოდა წარსულში.  ნათესავების დასაქმება და აქტივისტების დასაქმება იმდენად არის გამჯდარი ჩვენი წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ფსიქიკაში, რომ მათ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ და ვერ წარმოუდგენიათ იმ  რეალური  მიზნების შესახებ, როცა ხდება ტექნიკური გაერთიანება ამ რეფორმის პირველ ეტაზპე და მართვის ახალი მოდელის  შექმნა და როდესაც ოპტიმიზაციაზეა საუბარი, ეფექტური მენეჯმენტი ეს არის მთავარი სწორი გადაწყვეტილება“,-განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ მთავრობას მიეცემა 3 თვიანი ვადა  რეორგანიზაციის, ოპტიმიზაციის და შერწყმის პროცესის განსახორციელებლად, რის შემდეგაც დაფიქსირდება, თუ რა სახის საბიუჯეტო ცვლილება მოხდება.

„მთავრობას მიეცემა 3 თვიანი ვადა, რომ ახალი მოდელის შექმნის შემდე, დადოს ოპტიმალური გეგმა, თუ რა სახის ოპტიმიზაცია იქნება, რამდენად შემცირდება კადრები, რა რაოდენობის თანხის დაზოგვა იქნება შესაძლებელი. შეუძლებელია არ იყოს ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზანი ხარჯების ოპტიმიზაცია“, - აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics